წინამდებარე პლატფორმაზე შესვლით/ავტორიზაციით ვეთანხმები და ვადასტურებ ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. აღნიშნული წესი და პირობები შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე, პერიოდულად, შპს „ავტომობის“ (შემდგომში ასევე „კომპანია“) შეხედულებისამებრ. წინამდებარე წესსა და პირობებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მათი პლატფორმაზე განთავსების საშუალებით. პლატფორმაზე შემდგომი შესვლა ან შემდგომი გამოყენება ადასტურებს ჩემს თანხმობას აღნიშნულ ცვლილებებზე.


თანახმა ვარ, შპს ,,ავტომობი“-მ, ჩემთვის, ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,  დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები ან/და ჩემ მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, როგორც უშუალოდ, ისე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

ვადასტურებ და ვეთანხმები, რომ ონლაინ-სავაჭრო პლატფორმაზე ვიზიტისას/დათვალიერებისას/ნებისმიერი სახის წვდომისას მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მასზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები. არ განვახორციელებ არც ერთი ფორმით, ამ ინფორმაციის, მისი შინაარსის მთლიანად ან ნაწილობრივ კოპირებას/გამრავლებას/არამიზნობრივად გამოყენებას, რეპროდუცირებას (ქეშირებისა და კადრირების ჩათვლით), წარმოდგენას, გავრცელებას ან/და ნებისმიერი ფორმით ინტერპრეტაციას ან/და ნებისმიერი სხვა ფორმით არამიზნობრივ დამუშავებას,  ვადასტურებ, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა არ წარმოშობს ჩემ რაიმე სახის უფლებას შესაბამის ინფორმაციაზე.  ამ აკრძალვების ნებისმიერი ფორმით შეუსრულებლობა წარმოადგენს დარღვევას, რომელიც გამოიწვევს დამრღვევის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. 


პასუხისმგებელი ვარ სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა სახის აღჭურვილობაზე, რომელიც საჭიროა ან/და რომელსაც ვიყენებ პლატფორმაზე წვდომისა და გამოყენებისათვის. აგრეთვე,  პასუხისმგებელი ვარ სათანადო ზომების მიღებაზე კომპიუტერული ვირუსების ან სხვა ზიანის მომტანი ფაქტორებისაგან თავდასაცავად; თანხმობას ვაცხადებ, რომ არ გამოვიყენებ რობოტს, სხვა ავტომატურ მოწყობილობებს ან ფიზიკურ საშუალებებს, პლატფორმაზე არსებული ინფორმაციის/მონაცემების ან მათი შინაარსის მონიტორინგისა და კოპირებისათვის ან სხვა არასანქცირებული მიზნებისთვის.


ვადასტურებ, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ პლატფორმაზე განთავსებული ან პლატფორმის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია წარმოდგენილია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, მათ შორის, კომერციული, კონკრეტული მიზნით ვარგისიანობის ან სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის გარანტიის გარეშე. გარდა ამისა, ვაცნობიერებ, რომ არ არსებობს გარანტია, რომ პლატფორმა იმუშავებს უწყვეტად, შეცდომების გარეშე და დაცული იქნება ვირუსებისაგან.


ვადასტურებ, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ  პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც შეთავაზება ან რეკომენდაცია, თანხის განკარგვაზე, ნებისმიერი სხვა გარიგების გაფორმებაზე ან ნებისმიერ საინვესტიციო რჩევის მიცემის, ან მომსახურების გაწევაზე. პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საინვესტიციო, იურიდიულ, საგადასახადო ან სხვა სახის რჩევას და არ შეიძლება მასზე დაყრდნობა საინვესტიციო ან სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღებისას. ვეთანხმები და ვადასტურებ, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ კომპანია არ იძლევა გარანტიას პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით მიღებულ/მისაღებ შედეგებზე.


ვადასტურებ, რომ თუ პლატფორმის გამოყენება არ შეესაბამება წინამდებარე წესებსა და პირობებს, კომპანია უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს ჩემი დაშვება პლატფორმაზე ან პლატფორმის გამოყენება და გაატაროს ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელსაც მიიჩნევს მიზანშეწონილად;


ვადასტურებ, რომ, წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად ჩემი საცხოვრებელი ადგილისა ან პლატფორმაზე წვდომის განხორციელებისას ჩემი ადგიმდებარეობისა და ვადასტურებ, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიური იურისდიქცია ექნებათ ნებისმიერი დავასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე პლატფრომის გამოყენებიდან და წინამდებარე წესები და პირობებიდან გამომდინარე.