პირდაპირი მარკეტინგის მიზნით
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა
რეგისტრაციის ღილაკზე ხელის (კურსორის) დაჭერით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ წინამდებარე პოლიტიკას.
კერძოდ წინამდებარე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხატვით, თქვენ, როგორც მომხმარებელი გასცემს თანხმობას შემდეგზე:
შპს „ავტომობის"-გან (ს/ნ: 446977022) კომპანიის სახელით ან მისი დაკვეთით მოქმედი პირებისაგან, პერიოდულად მიიღოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები (SMS), ტექსტური, ხმოვანი, ელექტრონული და სხვა სახის შეტყობინებები, მათ შორის, ხმოვანი სატელეფონო ზარები, ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელების ან სხვა ელექტრონული საშუალებით, კომპანიების საქონლის/პროდუქტის, იდეის, მომსახურების, ფასდაკლების, აქციის, წამოწყების, წამახალისებელი ან სხვა გათამაშებების, პროექტების ან/და კომპანიების პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი პროექტების თაობაზე, მიიღოს დაბადების დღის, დღესასწაულებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თარიღების თაობაზე მილოცვები, ინფორმაცია კომპანიებში არსებული სამუშაოებისა და ვაკანსიების თაობაზე, ასევე, სხვა ნებისმიერი სახის სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებები.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოთხოვა და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი თქვათ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე და მარტივად და უფასოდ გამოიხმოთ თანხმობა.
პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობა/პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა (უარი) თქვენ შეგიძლიათ განხორციელოთ იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი (სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებები) ხორციელდება.
მაგალითად, თუ პირდაპირი მარკეტინგი (სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებები) მოკლე ტექტური შეტყობინების (SMS) გაგზავნის მეშვეობით ხორცილდება, ამ მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის (უარის) განხორციელება თქვენ შეგიძლიათ ამავე ფორმით: მაგალითად, SMSOFF, STOPSMS ან იმ სხვა ციფრ(ებ)ის/ტექსტის გაგზავნის საშუალებით, რომელიც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ახლავს.
მაგალითად, თუ პირდაპირი მარკეტინგი (სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებები) ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნის გზით ხორცილდება, ამ მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის (უარის) განხორციელება თქვენ შეგიძლიათ ამავე ფორმით, მას შემდეგ რაც გამოიყენებს მექანიზმს „გამოწერის გაუქმება“(„unsubscribe“) ან იმ სხვა ანალოგიურ მექანიზმს, რომელიც ელექტრონულ შეტყობინებას ახლავს.
გამონაკლისის სახით და თქვენი, როგორც მომხმარებლის სათანადო იდენტიფიცირების პირობებში, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობა/პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა (უარი) შეგიძლიათ განაცხადოთ უშუალოდ კომპანიების საკომუნიკაციო არხებზე მომართვის საშუალებით.
ყოველგვარი გაუგებრობისაგან თავის აცილებით მიზნით, კომპანიები განმარტავენ, რომ თქვენს მიერ თანხმობის გამოხმობა არ ეხება კომპანიისგან ისეთი საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების მიღებასა და კომუნიკაციას, რომელიც ემსახურება თქვენს ინფორმირებას კომპანიის მიერ უშუალოდ თქვენთვის განხორციელებული სერვისების/მომსახურების თაობაზე.