ამერიკიდან ჩამოყვანა

ამერიკული ავტო აუქციონები მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მათი პოპულარობა განპირობებული სხვადასხვა ფაქტორით.ამერიკაში ფართოდ არის გავრცელებული დაზიანებული ავტომობილების, მოტოციკლეტების და სპეც ტექნიკის აუქციონები.

სადაზღვევო კომპანიები აუქციონის მეშვეობით ყიდიან თავის ავტომობილებს. აუქციონზე შესაძლებელია შეგვხვდეს, როგორც ძლიერ დაზიანებული, ასევე მცირედ დაზიანებული ავტომანქანები, რომელთა შეკეთებაც დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული, საერთო ჯამში კი ავტომობილის ღირებულება გაციელბით იაფია ჯდება ვიდრე დაუზიანებელი ავტომობილის. ამასთან აუქციონზე შესაძლებლობა გეძლევათ თავად განსაზღვროთ მანქანის ღირებულება და სასურველ ფასამდე მიიღოთ მონაწილეობა აუქციონში.

ამყველაფერს აუქციონის გარკვეული აზარტული ელფერიც დასდევს და კიდევ, უფრო სასიამოვნოს ხდის ავტომანქანის შეძენის პროცესს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილია, როგორც სადაზღვევო კომპანიის ავტომანქანები, ასევე განთავსებულია დილერების და კერძო პირის ატომანქანები.

ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიის ავტომანქანები უკეთესი მდგომარეობით გამოირჩევა, ვიდრე დილერის ან კერძო პირების ავტომანქანები. დილერის და კერძო პირის მიერ გასაყიდად განთავსებულ ავტომანქანებს შესაძლოა ქონდეს ის ფარული დეფექტები რომელის შეიძლება ვიზუალურად შუმჩნეველი იყოს. ერთ-ერთი მსხვილ აუქციონე კოპარტზე (Copart.com) განთავსებულია ამერიკის ექსპორტზე გასაყვანი ავტომობილების 80%, რაც შეეხება მეორე აუქციონს იააი, (iaai.com) ძირითად განთავსებულია სადაზღვეოსა და დაუზაიენებლი ავტომობილები.

ამერიკის აუციონები გამორჩეული ავტომობილების სიმრავლით, აქ შევხვდებით: Mercedes-benz, BMW, Toyota, Kia, Hyundai, Lexus და ა.შ. ამერიკული ბაზრის დიდი წილი უჭირავს მაღალ კუბატურიანი, ბენზინის ძრავიან ავტომანქანებს. ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ჰიბრიდული და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების მატების ტენდენცია. აქ, ნაკლებად შეხვდებით დიზელის ძრავიან ავტომანქანებს.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ამერიკაში იწარმოება მხოლოდ მარცხენა საჭიანი ავტომობილები. როდესაც ფიქრობთ აუქციონზე დაზიანებულ ავტომობილის შეძენას, აუცილებელლია კარგად გაეცნოთ აუქციონის პირობებს და დაკვირვებით შეარჩიოთ სასურველი ავტომობილი. ჩევნი პლატფორმა გთავაზობთ, ავტომობილის ისტორიის ჩანაწერების გადამოწმებას, ამერიკაში გაწეული სერვისების და წარსული დაზიანების შესახებ. ეს, საშუალებას გაძლევთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ ავტომანქანის შესახებ და შეამციროთ რისკები. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის გარანტია, ავტომანქანის გამართულობის შესახებ.